„საქართველოს ვარსკვლავის“ ახალი სეზონის მეორე ლაივშოუ, ცხრა ფინალისტი და ერთი საგზური ევროპის ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე. მეგაშოუ, საქართველოს პირველი არხის ეთერში, ზუსტად 22:00 საათზე დაიწყება. კონკურსანტები დღეს მსოფლიო კინომუსიკის შედევრებს შეასრულებენ.
კასტინგების შედეგად შერჩეულ მონაწილეებს, ჟიურის წევრები შეაფასებენ, თუმცა ვინ გაემგზავრება მაისში როტერდამში, ევროვიზიის ქართველი კონკურსანტის სტატუსით, ამას მაყურებელი გადაწყვეტს.
საქართველოს ვარსკვლავი