რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს პირველი არხის ეთერში ორი მეგა-შოუ იწყება.
„საქართველოს ვარსკვლავის“ მონაწილეთა შესარჩევი ტურები ხვალიდან იწყება. კასტინგის პირველ ნაწილს ხვალ 22 საათზე ნახავთ. უკვე 16 ნოემბრიდან კი ჟიურის მიერ შერჩეული ათეული ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე გადაინაცვლებს.
ფინალური ათეულის შერჩევის პროცესი მიმდინარეობს „მასტერშეფისთვისაც“, რომელიც 27 ოქტომბრიდან გავა ეთერში.