საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღი - 14 წელი აგვისტოს ომიდან
საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღი – 2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა. 14 წლის წინ ამ დღეს რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ. 58-ე არმიის დანაყოფები ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვნენ. რუსულმა ავიაციამ დაბომბა გორი, ფოთის პორტი, სენაკისა და მარნეულის სამხედრო ბაზები, სხვა სტრატეგიული ობიექტები და ათეულობით სოფელი. დე ფაქტო რეჟიმების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების გარდა, რუსმა სამხედროებმა ასევე დაიკავეს კოდორის ხეობა, ფოთი, ზუგდიდი, სენაკი, ახალგორი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი.
რუსეთის სამხედრო აგრესიას საქართველოს 412 მოქალაქე, მათ შორის 169 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 1 747 პირი კი დაიჭრა. ომის შედეგად საკუთარ ქვეყანაში დევნილად იქცა 150 ათასამდე ადამიანი.
აგვისტოს ხუთდღიანი ომის მძიმე შედეგები და ქრონოლოგია – ნახეთ გიორგი კობერიძის სიუჟეტში.