საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ხვალინდელი დღე.
ხვალ მადრიდში ჩვენი ქვეყანა ოთხი თვის წინ მოპოვებულ საერთაშორისო სტატუსს ოფიციალურად გადაიბარებს. ესპანეთის დედაქალაქში გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სესია იხსნება. სესიაზე საბერძნეთში ივნისში მიღებული გადაწყვეტილება დამტკიცდება, რომლითაც საქართველო 23 ხმით მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი გახდა. მთავარი, რისთვისაც ქართული მხარე ამ სტატუსის გამოყენებას აპირებს, პანდემიის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ტურიზმის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებაში აქტიური ჩართულობაა.