საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიის წამყვან მაუწყებლებსა და გამოცემების წარმომადგენლებს მასპინძლობს. გავლენიანი იტალიური მედიის ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების, მესტიაში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურისა და თბილისის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს ამზადებენ.
იტალიელი ჟურნალისტები მესტიაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ დაესწრებიან. პრესტურის მიზანი იტალიასა და ევროპის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა.