საქართველოს ტურისტულ რეგიონებში ფასდაკლების კვირეული დაიწყო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით, კვირეული 24 თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით აჭარაში ჩატარდება.
ფასდაკლებების კვირეულში ჩართულია აჭარის 15 სასტუმრო, 11 კვების ობიექტი, 5 ატრაქცია და 5 სავაჭრო ობიექტი.