საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს

საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. ახალი სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი. მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.