საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მთავრობის წარმომადგენლების მონაწილეობით, თბილისში ხვალ რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობების გაზრდაზე შეხვედრა გაიმართება. განცხადება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა შეკითხვას, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები, რათა საქართველოს გავლით ევროპის მიმართულებით მოხდეს ნავთობის მიწოდება. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტრო და მთლიანად მთავრობა საკითხზე ინტენსიურად მუშაობს.