საქართველოსთვის გაზრდილი ენერგოდამოუკიდებლობის შანსი.
იმ ფონზე, როცა ევროკავშირი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების გზებს და ახალ სანდო პარტნიორებს ეძებს, აქტუალური ხდება შეკითხვა – რა სარგებლის მიღება შეუძლია ჩვენს ქვეყანას. ურსულა ფონ დერ ლაიენის აზერბაიჯანში ჩასვლა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა – ბაქო ევროპის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდებას გააორმაგებს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. სამხრეთის გაზის დერეფანი გულისხმობს, რომ აზერბაიჯანიდან ევროკავშირის ქვეყნებისთვის მიწოდებულმა ბუნებრივმა აირმა საქართველოზე უნდა გაიაროს, რაც ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით ქვეყანას დამატებით ბენეფიტებს მოუტანს. ცალკე თემაა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს ჩართვა და ამით მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ზრდა.