საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო სპორტის სკოლასთან ითანამშრომლებს
საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა საფრანგეთის სამთო-სათხილამურო სპორტის სკოლასთან ითანამშრომლებს.
მემორანდუმი საფრანგეთში, ქალაქ შამონიში გაფორმდა. ფრანგული სამთო სკოლა მოიცავს მთის სფეროში სწავლებისა და ექსპერტიზის სრულ პალიტრას.
სკოლა წვრთნის და ამზადებს ალპური ზონის სათხილამურო ინსტრუქტორებს, მთის გიდებს და ალპური ზონის მაშველ პატრულებს. მას სახელმწიფოს მიერ მინიჭებული აქვს ალპურ ზონებთან დაკავშირებული იურიდიული ექსპერტიზის და და სამედიცინო კვლევის ფუნქციებიც.