საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით, მიღება გაიმართა საქართველოს საპატრიარქოში. ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა. მიღებაზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე.
პატრიარქს იუბილე სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ნათლულებმა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელებმაც მიულოცეს. ასევე, საპატრიარქოს ინფორმაციით, ილია მეორემ უცხოეთიდან მილოცვის წერილები მიიღო.