საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი სამხრეთ კორეაში გრძელდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს, კიმ ჩინ ფიოს შეხვდა. მხარეებმა დადებითად შეაფასეს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ქვეყნებს შორის დინამიური და ნაყოფიერი პარტნიორობა და გამოხატეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა. შეხვედრაზე ისაუბრეს კომიტეტების, მეგობრობის ჯგუფებისა და ადმინისტრაციების დონეზე საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე.