რუანდაში დილიდან საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრების ორმხრივი შეხვედრები მიმდინარეობს. შალვა პაპუაშვილი ბოტსვანის, ნამიბიის, ესვატინის, კამერონისა და ინდოეთის პარლამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდება. მხარეებს შორის დისკუსიის მთავარი საგანი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და ამ ქვეყნების მხრიდან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა იქნება.