საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საპარლამენტთაშორისო ფორუმის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საპარლამენტთაშორისო ფორუმის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს. ავსტრიის, ჩინეთის, გერმანიის, სინგაპურის და იაპონიის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ქართველი დეპუტატები დღეს კიდევ რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
შეხვედრის მთავარი თემა ოკუპაცია, რუსეთის ქმედებები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებია. ყველა შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრები კოლეგებს არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ აწვდიან ინფორმაციას.
საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე ასამბლეა, რომელიც ჟენევაში იმართება, მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქვეყნისთვის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, რადგან მასში 178 წევრი და 12 ასოცირებული ორგანიზაციაა გაერთიანებული.