გერმანიის შემდეგ ქართველი დეპუტატები კანდიდატის სტატუსზე ნიდერლანდების პარლამენტის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდებიან. საპარლამენტო დელეგაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად ჩატარებულ სამუშაოებს ამჯერად ნიდერლანდელ კოლეგებს აცნობს. დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან. ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წარმომადგენელთა პალატის და სენატის პრეზიდენტებმა მიიღეს. ევროკომისიის რეკომენდაციების და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარდა საუბრის თემა იყო უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის აგრესიაც.
„მოამბე“ ჰააგიდან, – თამუნა წიკლაური აშუქებს ქართული საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებს.