საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მსოფლიო საპარლამენტო კავშირის ასამბლეაზე
ანგოლის დედაქალაქში მსოფლიო საპარლამენტო კავშირის 147-ე სესია მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა დებატები. მთავარი თემა – მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციებია. სესიაში მონაწილეობს ქართული დელეგაცია. პარალელურად, დილიდან შალვა პაპუაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ამერიკის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. სესიის ფარგლებში, 15 ორმხრივი შეხვედრის გამართვა იგეგმება. დღის მეორე ნახევარში კი შალვა პაპუაშვილი სესიაზე სიტყვითაც გამოვა.