ათენში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 35-ე რეგიონული შეკრება გრძელდება. შეხვედრებს განაგრძობს ქართული დელეგაცია. კანონმდებლების განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა მაქსიმალურად გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა მოიპოვოს.
ანა ბროლაძე აშუქებს ჩვენი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს და ის ათენიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში.