აშშ-ის სენატში საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და გამოსავლის გზებზე იმსჯელეს. დემოკრატიის გაძლიერება საქართველოში – ამ საკითხზე მოსმენა შეერთებული შტატების სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტში გაიმართა. სენატორებმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდეს, გვერდზე გადადონ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები და იფიქრონ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე.
უფრო დეტალურად, რა განცხადებები გაკეთდა სენატში, ანა ბროლაძე გვეტყვის.