საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაული აღნიშნეს
საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიაში შობის დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო მსახურება საღამოს ცხრა საათიდან მიმდინარეობს. წირვა ეკლესიის უხუცესმა წინამძღვარმა ლევან ახალმოსულიშვილმა მათეს სახარების კითხვით დაიწყო, შეკრებილებს სახარებიდან ქრისტეს შობის ნაწილი წაუკითხა და დღევანდელი დღე მიულოცა. ქადაგება საეკლესიო საგალობლებით გაგრძელდა.
საქართველოს სახარებისეულ ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესია 2017 წელს, საქართველოში ბაპტისტური ეკლესიის 150 წლისთავზე გაიხსნა. ამ დროისთვის კავშირი 40-მდე ეკლესიასა და 800-მდე წევრს აერთიანებს.