საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დაბრუნდა. აეროპორტში ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ. შეგახსენებთ, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე ეტაპზე გასვლა შეძლო და საუკეთესო 16 გუნდში მოხვდა. ილიას ზუროსის გუნდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამიდან ორი მატჩის მოგება შეძლო. ჩვენმა კალათბურთელებმა კაბო ვერდესა და ვენესუელას ნაკრებები დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით 2024 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.