საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გერმანიაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში იმყოფება. ილია დარჩიაშვილი გერმანელი კოლეგის მიწვევით, ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, ბერლინში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობს. დარჩიაშვილი სიტყვით მიმართავს მონაწილეებს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, რომელიც ევროპის გაფართოების საკითხებს მიეძღვნება. ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, ევროპელი მინისტრები საუბრობენ.