ისრაელში საქართველოს მოქალაქე დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მას მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკიდან ის უკვე სახლშია გაწერილი.
ინფორმაციას ადასტურებენ საგარეო საქმეთა მინისტრი და ისრაელში საქართველოს ელჩი. ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს საქართველოს საელჩო კვლავაც სთხოვს, მაქსიმალურად გაითვალისწინონ შექმნილი ვითარება და აუცილებლად დაემორჩილონ ისრაელში მოქმედ უსაფრთხოების ზომებს.