საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადისთვის საჭირო გეგმაზე იწყებს მუშაობას. ამ დოკუმენტში გაიწერება ყველა ის ნაბიჯი, რომლითაც ქვეყანა 2024 წელს დაგეგმილ განაცხადამდე უნდა მივიდეს. სწორედ ეს იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა, რომელიც პარლამენტის მიერ წლის ბოლოს დამტკიცებულ რეზოლუციაშიც ჩაიწერა. პრიორიტეტებს შორის იქნება დეოკუპაცია, რუსეთის მიერ დღემდე იგნორირებული ვალდებულებების შესრულების მიზნით საერთაშორისო ფორმატების აქტიურად გამოყენება და გაძლიერება, ნატოსთან და ევროკავშირის ყველა პროგრამაში მეტი ინტეგრაცია და და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან მჭიდრო კონტაქტების დამყარება.