საქართველოს როლი „შუა დერეფნის“ განვითარებაში

„შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობასა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლზე ისაუბრა პირველმა ვიცე-პრემიერმა ბაქოში გამართულ მინისტერიალზე, რომელშიც „შუა დერეფნის“ მარშრუტის მონაწილე და ევროკავშირის ქვეყნების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ლევან დავითაშვილმა კოლეგებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში არსებული მდგომარეობა, ზრდის დინამიკა და „შუა დერეფნის“ ფუნქციონირებისთვის კონკრეტული პროექტების მიმდინარეობა გააცნო.