მაუწყებლობა იწყება ჩვენით – საქართველოს რადიო 95 წლისაა. ქვეყნის პირველი რადიოს, პირველი გადაცემა ეთერში 1925 წელს გავიდა. 52 FM გადამცემით, საქართველოს რადიო ახლა მთელ ქვეყანას ფარავს. გაუმჯობესდა მიწოდების ხარისხი. განახლდა არსებული გადაცემები და ჩაეშვა 25 ახალი პროგრამა. შეიქმნა მობილური აპლიკაცია, სადაც აუდიტორიას საშუალება აქვს მოისმინოს რადიოს ორივე არხი, – 102.3-სა და 100.9 სიხშირეზე. ბოლო პერიოდში, რადიო საგანგებოდ გადაეწყო პანდემიის რეჟიმზე და მულტიმედიური გადაცემები მომზადდა.
საქართველოს რადიო