საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგაზე ფარერის კუნძულების გუნდი 3:0 დაამარცხა. ჩვენი ნაკრები დღეს შეჯიბრების მეორე მატჩში მასპინძელ მონტენეგროს დაუპირისპირდება. ქართველი გოგონები მომდევნო თამაშებს ლატვიაში და საქართველოში ჩაატარებენ. ისლანდიასთან და ლუქსემბურგთან შეხვედრებს 31 მაისსა და 2 ივნისს თბილისის ოლიმპიურ სასახლე უმასპინძლებს.