საქართველოს პროფესიული კავშირი უმუშევართა შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის. „უმუშევრობის დაზღვევა ევროპასა და საქართველოს პერსპექტივა“,- ასე ჰქვია კვლევას, რომლის მიხედვით, შემწეობა შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო 12 თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მაგრამ დაკარგეს სამსახური.
შემწეობის მინიმალურ თანხად 200 ლარი დასახელდა, მოქალაქეები მას სამსახურის დაკარგვიდან 6 თვის განმავლობაში მიიღებენ.
როგორც პროფკავშირების ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა გიორგი ჭანტურიძემ განაცხადა, სახელმწიფოს ეს პროგრამა დაახლოებით 48 მლნ ლარი დაუჯდება.