საქართველოს პრეზიდენტმა 116 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთაგან 73 პირი საპატიმრო დაწესებულებას დღესვე დატოვებს, დანარჩენ 43 მსჯავრდებულს კი საპატიმრო სასჯელი სხვადასხვა დოზით შეუმცირდათ.