საქართველოს პრეზიდენტის წლიური მოხსენება პარლამენტში - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადზე, ევროპაში გამართულ შეხვედრებზე, პოლიტიკურ შერიგებასა და ერთობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან არაერთი განცხადება კეთდება, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას აზიანებს.
საპარლამენტო ტრიბუნიდან სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის ხელისუფლებას საქართველოში ელჩის დაბრუნებისკენ მოუწოდა და ქვეყნის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მისი სიტყვით გამოსვლა სწორედ წუთიერი დუმილით დაიწყო. კიდევ ერთხელ გამოხატა სოლიდარობა. გამოვიდა ინიციატივით, ევროკავშირში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას. მან ასევე მოუწოდა მთავრობას, ოპოზიციური სპექტრის მონაწილეობით შეიქმნას უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული ან სხვა ფორმატი, სადაც განხილული იქნება ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. სალომე ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ზეპარტიულია და მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.