საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უკრაინაში

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დასრულებულია.

სალომე ზურაბიშვილმა კიევში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. ის უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერს და ეროვნული რადას თავმჯდომარეს შეხვდა. პარტნიორი ქვეყნის პირველ პირებთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ოკუპაციის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას და საერთო მიზნებს, რაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს.