საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში დასრულდა. სალომე ზურაბიშვილმა ერევანში კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი „ტუმო“ დაათვალიერა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
პრეზიდენტი მოზარდებს გაესაუბრა, რომლებიც ცენტრში „აიტი“ სფეროში საქმიანობენ და ანიმაციის, თამაშების, რობოტების შექმნას და პროგრამირებას ეუფლებიან.
პრეზიდენტსა და სახელმწიფო დელეგაციას„ტუმოში“ ცენტრის დირექტორმა უმასპინძლა.