საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი გრძელდება. „დემოკრატიის მსოფლიო ფორუმის“ ფარგლებში, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა ისლანდიის პრემიერთან, რომელთანაც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა. ისლანდიის პრემიერმა შეხვედრისას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში, ისლანდიის საქმიანობის პრიორიტეტები დაასახელა: გენდერული თანასწორობა, ბავშვთა უფლებები, კლიმატის ცვლილების საკითხი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გენდერული საკითხები საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია და ის ევროკავშირის 12 რეკომენდაციაშიცაა მოცემული. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხს, რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და უკრაინაში მიმდინარე ომს.

სალომე ზურაბიშვილმა პრემიერი თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რომელიც მისი ინიციატივით დაფუძნდა და თბილისში მომავალ წელს მეორედ ჩატარდება.