საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი საფრანგეთში

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება.  სალომე ზურაბიშვილი ბიზნესლიდერების ფორუმს გახსნის. Ⴋანამდე კი, აუდიენცია უკვე შედგა „მედეფ ინთერნეიშენალის“ წარმომადგენლებთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური  ურთიერთობები განიხილეს. ქართულმა მხარემ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ახალი შესაძლებლობები გააცნო ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.