საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს.
ვარშავაში პირველ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან გამართავს. შეხვედრის შემდეგ კი დაგეგმილია ორი ქვეყნის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია.