საქართველოს პრეზიდენტი სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორეს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული გალის რაიონში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით მკვეთრი პოზიცია დააფიქსირა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად.
სალომე ზურაბიშვილმა მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა, აღნიშნული ეკლესიის, სამრევლოს წინამძღვრის სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო.