საქართველოს პრეზიდენტი „ყირიმის პლატფორმაზე“ სიტყვით გამოვიდა.
ყირიმი არის უკრაინა, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოს სახელით, ყირიმის პლატფორმის დეკლარაციას უერთდება, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერას ადასტურებს. პრეზიდენტის თქმით, საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებული მოვლენები კარგად არის ცნობილი.