საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა

ქრისტიანული სამყაროს იმ ნაწილს, რომელიც დღეს აღდგომას აღნიშნავს, დღესასწაულს ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი. „კათოლიკებს, სომეხთა სამოციქულო და ლუთერულ ეკლესიებსა და მათ მრევლს – გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს. ეს დღე, რომელიც ღვთის სიყვარულის, სიკეთის მარადიული გამარჯვებისა და კაცობრიობისათვის ახალი ცხოვრების დასაწყისს გამოხატავს, სიხარულით ავსებს მორწმუნეთა გულებს.“- წერს სალომე ზურაბიშვილი.