საქართველო ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტზე.
100-ზე მეტ ლიდერთან ერთად დღეს მსოფლიოს სალომე ზურაბიშვილმაც მიმართა. დემოკრატიის სამიტზე საკუთარ გზავნილებს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები 3-წუთიან მიმართვებში აერთიანებენ. გამომსვლელებს შორის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და 19 აპრილის შეთანხმების ავტორი შარლ მიშელიც. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით მიმდინარე ვირტუალურ ფორუმზე რამდენიმე ქვეყანა არ მიიწვიეს. მათ შორისაა რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და აზერბაიჯანი. დემოკრატიის წინააღმდეგ გამოწვევების დაძლევა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა დღის წესრიგის მთავარი თემაა. სამიტზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტმა მიწვევა პირადად მიიღო.