საქართველოს პრეზიდენტის გზავნილები

ოკუპაციის თემაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერებული გზავნილები არასაკმარისი აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. ოპონენტები სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ გამოსვლას აკრიტიკებენ და ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მეთაური ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრის დროს ზოგადი განცხადებებით შემოიფარგლა.

ცალკეული გამონაკლისების გარდა, პრეზიდენტის აქცენტებით კმაყოფილები არიან მმართველი გუნდის წევრები. 28-წუთიან გამოსვლაში სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებთა პრობლემებზე და ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე ისაუბრა და მსოფლიო ლიდერებს უთხრა, რომ აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა.

გამოსვლისას პრეზიდენტი საქართველოს წინაშე არსებულ სხვა გამოწვევებს, მათ შორის პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოსაც შეეხო.