მიღწეული შეთანხმება უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოების გამარჯვება, – ასე ეხმაურება მხარეებს შორის კონსენსუსის მიღწევას პრეზიდენტი. „ამ გონივრული კომპრომისით ყველა პირობაა შექმნილი, მშვიდი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. სახელმწიფოში სიმშვიდე, სტაბილურობა და დემოკრატია ჩვენი საერთო მიზანია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.