არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წლისთავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, „ტვიტერზე” გამოეხმაურა.
„ორი წლის წინ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა მოკლა. დღეს ჩვენ, როგორც ერი, ვიხსენებთ ამ ტრაგიკულ დღეს. ჩვენი იმედები მიმართულია გაერთიანებული საქართველოს მომავლისკენ, სადაც მსგავსი ტრაგედია აღარასდროს მოხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.