სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებითაც ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციის გაღრმავებას უწყობს ხელს, სწორედ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხია. ზურაბიშვილი ურჩევს ყველას, დაასრულონ სპეკულაციები და დაელოდონ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან ახლა ქვეყნის მოსახლეობის სურვილი, მისივე თქმით, პოლარიზაციის დასრულება და ახალი პერსპექტივების დანახვაა.