საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას, დაპირისპირების დრო არ არის.
როგორც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ახლა საყოველთაო ძალისხმევა ღირსეული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული.