გაეროს ტრიბუნა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაიკავა. ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილი გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. ინგლისურ ენაზე მიმართვის დიდი ნაწილი რუსული ოკუპაციის შედეგებზე საუბარს დაეთმო.
,,საოკუპაციო ზოლზე ე.წ.საზღვრების გადაწევა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას”,- ასეთი იყო პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მსოფლიოს 200-მდე ლიდერმა მოისმინა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაეროში სიტყვით საქართველოდან პრემიერ-მინისტრები გამოდიოდნენ, თუმცა წელს ეს წესი დაირღვა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს. მაღალი დონის ყველა შეხვედრაზე მთავარი სასაუბრო თემა რუსული ოკუპაციის შესაჩერებლად ახალი გზების და მექანიზმების მოძიებაა.