საქართველოს პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტს

საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის დასახვედრად ემზადებიან. სალომე ზურაბიშვილი ხვალ დეპუტატების წინაშე წლიურ ანგარიშს წარადგენს. უკვე გამოიკვეთა საკითხები, რა თემებზე სურთ პოლიტიკოსებს პრეზიდენტის მოსმენა. მთავარი ინტერესი უკრაინა და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციაა.

ქვეყნის პირველი პირის ვიზიტთან დაკავშირებით, იმსჯელეს დღეს უმრავლესობის სხდომაზე. მმართველი გუნდის წევრები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტი ყურადღებას კონსოლიდაციის მნიშვნელობაზე გაამახვილებს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მთავარ აქცენტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გააკეთებს.