საქართველოს პრეზიდენტის ანგარიში პარლამენტს

ამ დრომდე უცნობია, დათანხმდება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, რომ ყოველწლიური მოხსენება საკანონმდებლო ორგანოში 15 მარტს წარადგინოს. ეს თარიღი მას საპარლამენტო უმრავლესობამ შესთავაზა მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა თარიღად 5 მარტი დაასახელა. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მმართველმა პარტიამ 5 მარტს პრეზიდენტის მოსმენას თავი არიდა, „ქართული ოცნება“ კი ირწმუნება, რომ გამოსვლის თარიღი შეთანხმებული არ იყო, გაუგებრობა ამოწურულია და იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტისთვის 15 მარტი არ არის მოსახერხებელი თარიღი, პარლამენტის თავმჯდომარე და სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციების საფუძველზე თავად მოილაპარაკებენ, როდის მოისმენს საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშს.