საქართველოს პრეზიდენტი სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სოფლის საჯარო ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს ხვდება. გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებულ იმ პროექტებს აჯამებს, რომლებიც საჯარო ბიბლიოთეკების აღდგენა-მოდერნიზაცია-გაძლიერებას ისახავს მიზნად.
პროექტი 2014 წლიდან საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ჩართულობით განხორციელდა.
დღეს საქართველოში 600 -ზე მეტი რეგისტრირებული სასოფლო ბიბლიოთეკაა, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა. ასევე სპეციალური პროგრამით გადამზადდა 118 ბიბლიოთეკარი.