საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.
სალომე ზურაბიშვილს დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატის, სენატის პრეზიდენტი ჟერარ ლარშე უმასპინძლებს.
ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს შეხვდება.