საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში საერთაშორისო ბიზნესფორუმს გახსნის. 700-მდე ევროპელ მეწარმეს სიტყვით მიმართავს და საქართველოს ევროპულ მომავალზე გაამახვილებს ყურადღებას.
სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა განიხილეს.
საუბარი შეეხო კონფლიქტის მოგვარების პროცესში საფრანგეთის ჩართულობის მნიშვნელობას.