საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია
პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, დაბა პიასეჩნოში პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმს ეწვია.
საქართველოს საელჩოს ინიციატივით, უახლოეს მომავალში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მუზეუმი ახალი კონცეფციის მიხედვით, პოლონეთში ქართული კულტურის ცენტრად ჩამოყალიბდება.
ასევე, საელჩოს ინიციატივით და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით იგეგმება სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ფაზის განხორციელება, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით გაგრძელდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მუზეუმის ეზოში დღეს, სიმბოლურად, საქართველოდან ჩატანილი მუხის ხე დარგო.